მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი გაიმართა, სადაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ არა მარტო ბავშვები და ახალგაზრდები, არამედ მათი მშობლებიც. ღონისძიება ნაყინის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ბაზალეთში "სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - 2013" -ის მეორე ნაკადი დაიწყო. ბანაკი "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც აფინანსებს USAID - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ხოლო პროგრამას საქართველოში ახორციელებს PH-International.
სამხატვრო აკადემიაში ქართული მხატვრული ფილმის "მარილივით თეთრის" ჩვენება გაიმართა. ქეთი მაჭარაძის ფილმის პრემიერა 2012 წლის 10 თებერვალს კინოთეატრ "ამირანში" შედგა.