ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა, რომლის ლოზუნგი "ნუ მიიღებ კანონს ჩვენზე უჩვენოდ" იყო. სტუნდენტები აპროტესტებდნენ ახალ კანონს, რომელიც რექტორის დანიშვნას ეხება.
ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში ჩატარდა შოთა ხინჩაგაშვილის საჯარო ლექცია თემაზე - "სტატიზმი, ნაციონალიზმი და სამოქალაქო აქტივიზმი". განიხილეს რელიგიის , მეხსიერების, სექსუალობისა და გენდერის პოლიტიკა.
"ახალგაზრდა მკითხველი" არის ინტელექტუალური და ინდივიდუალური სახის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-დან 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მკითხველებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესში მონაწილეობას მოქმედი ადვოკატები და მოსამართლეები იღებდნენ. ნაფიც მსაჯულებად კი წარმოდგენილნი იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები.
სამხატვრო აკადემიაში რომის ხელოვნების აკადემიის დიზაინის პროფესორის კლაუდიო ვანიონის პროექტის "Help to think"დასკვნითი გამოფენა გაიმართა. პროექტი უორკშოფების სერიას თემაზე "ოცნებების ქუდი" მოიცავდა.