კომპანია "არტის", "შემოქმედებითი სკოლა-სახელოსნოსა" და მედიათეკების გაერთიანების ერთობლივი ორგანიზებით მედიათეკის ვაკის ფილიალში გაიმართა წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თანამედროვე ქართველი კალიგრაფების გამოფენა.
სერიის "ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში" ფარგლებში წიგნის სახლ "ლიგამუსში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიგა ზედანიას საჯარო ლექცია გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ელვამ" ევროპის სახლში ახალი კომპიუტერული თამაში Peace Park (მშვიდობის პარკი) წარადგინა, რომლის მეშვეობითაც ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები შეძლებენ ერთმანეთის გაცნობას, გართობასა და თანამშრომლობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლონდონისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ქეთევან ჭანტურიას, წიგნის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - ,,ანორექსია - კვლევა და კლინიკური სინამდვილე".