საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და არასამთავრობო სექტორის ხელშეწყობით ჩატარდა ახალგაზრდული ორგანიზაციების რიგით მე-6 ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდა 170-მდე ორგანიზაცია როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონული მასშტაბით.
"იდენტობამ" ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და მოქმედ ჟურნალისტებს ტრენინგი ჩაუტარა ლგბტ საკითხებში. ტრენინგში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტს ან მოქმედ ჟურნალისტს შეეძლო.