„გამოიყენე შენი უფლება და მართე შენი ქალაქის ბიუჯეტი!“- ამ ლოზუნგით წნორში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა დღეს კრება გამართეს. ისინი "სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში წნორის სტადიონისა და სკვერის რეაბილიტაციას მოითხოვდნენ. ქალაქის მაცხოვრებლებმა ხელი მოაწერეს წნორის სკვერში საბავშვო ატრაქციონების დადგმისა და გამწვანების ინიციატივას. ახალგაზრდები, ასევე ითხოვდნენ, კვენაკლისსკვერისა და სტადიონის ტერიტორიებზე გარე განათების დაყენებას.
დღეს სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორ ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა "გლობალური მენეჯმენტი 2014"–ის შესახებ.