29 ნოემბერი, 2014
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ქართული უახლესი ტექნოლოგიებით დანერგილი სტუდენტური სოციალური ქსელის "istudent.ge"-ს პრეზენტაცია გაიმართა.
25 ნოემბერი, 2014
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის მცირე სამკითხველო დარბაზში დათო ტურაშვილის წიგნის ,,ტყეების მეფე” პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორი თსუ-ს ბიბლიოთეკასთან არსებული შემეცნებითი კლუბი იყო.
19 ნოემბერი, 2014
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვიმმართველობის კულტურის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს საუნივერსიტეტო "ცხოვრებას". ყველა დაინტერესებულ სტუდენტს საშუალება ჰქონდა სიღრმისეულად გაცნობოდა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას.
19 ნოემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვარგარეთ სწავლების სააგენტო "prime study"-ს საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა.
10 ნოემბერი, 2014
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა აქცია გამართეს. მთავარი მოთხოვნა იყო უნივერსიტეტში ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტების აღკვეთა. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „მეტი რესურსი განათლებას! ვითხოვთ დემოკრატიას უნივერსიტეტში“! „იყავით სოლიდარულები სტუდენტების მოთხოვნების მიმართ“! ისინი ითხოვდნენ ასევე ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას.
06 ნოემბერი, 2014
ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია. დღემდე მის გარშემო არსებობს ბევრი მორალური, ეთიკური და რელიგიური დილემა, რაც მის ძირეულ გაანალიზებას მოითხოვს.
05 ნოემბერი, 2014
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტმა "დათო ტურაშვილის საღამო" გამართა.
31 ოქტომბერი, 2014
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტის „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ერთიანი ინფორმაციული ჩარჩოს მომზადება და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დაფუძნების ხელშწყობა“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
31 ოქტომბერი, 2014
,,დახატე მშვიდობისათვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და MasterPease საქართველოს კლუბის ერთობლივი ინიცატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართა. პროექტის მიზანია, ხელოვნების საშუალებით და კონკრეტულად მხატვრობით ებრძოლონ ძალადობას.
29 ოქტომბერი, 2014
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის მიერ, პროექტ "ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის" ფარგლებში, მომზადებული დოკუმენტური ფილმის "სამშვიდობო ექსპრესი" ჩვენება გაიმართა. მოეწყო ფოტოგამოფენა და პროგრამის შედეგების პრეზენტაცია. "დღევანდელი საღამოთი ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ბევრი ვიშრომეთ და ზოგადად, ბევრს ვაკეთებთ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. ყოველთვის გვეშინოდა, რომ შედეგი არ იქნებოდა კარგი. დღეს, როდესაც ვხედავ კმაყოფილ საზოგადოებას, ძალიან მიხარია და ვფიქრობ, ყველაფერი ადეკვატურად აღიქვეს" – ამბობს "სამოქალაქო ფორუმის" თავმჯდომარე თემო არბოლიშვილი.