უმაღლესი განათლება
დამატებითი გადასახადი ჩარჩენილი საგნებისთვის 4 სასწავლო წლის განმავლობაში
"პირველკურსელი ვარ და წინა სემესტრში ჩამრჩა საგანი, რომლის აღსადგენად ერთ კრედიტში 37 ლარი უნდა გადავიხადო. კარგი იქნება, თუ არ მომიწევს სასწავლო წლის განმავლობაში საგნის აღდგენისას დამატებითი თანხის გადახდა"- ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი ნათია სორდიროვი.
ოთახი 308
2011 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კორპუსის 308 ოთახში პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის, ქეთევან მუსურიძისა და რამდენიმე სტუდენტის მონაწილეობით პოლიტიკის მეცნიერებების სარესურსო ცენტრსა და მცირე სამკითხველოს ჩაეყარა საფუძველი.
გაცვლითი პროგრამები - წარმატებული მომავლის შანსი ახალგაზრდებისთვის
,,გაცვლითი პროგრამა არაჩვეულებრივი გზაა, რომ განსხვავებულ საზოგადოებაში იყო. პროფესიას ეუფლები იქ, სადაც ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები ასწავლიან"" - ამბობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი მამუკა საფარიძე.
ილიაუნის სტუდენტები სწავლის საფასურის დაგვიანებით გადახდის გამო ჯარიმდებიან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტებს, ჩვეულებრივ, ორ ნაწილად შეუძლიათ (სექტემბერი, თებერვალი), თუმცა, სტუდენტების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს თანხის ამგვარად შეტანას და მათ განცხადებების დაწერა უწევთ სწავლის საფასურის ყოველთვიურ განაწილებაზე. ახალგაზრდებისთვის არცთუ ისეთი მარტივი გადასახდელია თანხის დაგვიანებით შეტანის გამო ჯარიმის გადახდაც.
ილიაუნის სტუდენტები უნივერსიტეტის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საურობენ
დაბზარული კედლების ყურება უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ქარგამტარი ხის ძველი ფანჯრები, დაკორტნილტყავიანი აუდიტორიის კარი კი სრულ სურათს ქმნის. თუ გზას განაგრძობთ, მტვრით გაჯერებულ ხალიჩასაც გაივლით, ბაღის ძველებურ, მაგრამ განახლებულ რკინის ნაგვის ყუთებსაც დაინახავთ.
აგრუნის ავტორიზაციის საკითხი და სტუდენტების პროტესტი
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ავტორიზაცია გაუუქმდა. ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება გამთენიისას 5 საათზე მიიღო.
ახალგაზრდებისთვის სტუდენტური სესხის პირობები მიუღებელია
"გამოუვალი სიტუაცია მქონდა, პირველივე კურსზე ვერ ვახერხებდი თანხის შეგროვებას, ამიტომაც გადავწყვიტე სტუდენტური სესხის აღება მესამე პირის სახელფასო ცნობის საშუალებით. თუმცა, სწავლის საფასური მთლიანად არ დამიფარეს, მხოლოდ ნაწილობრივ, რადგანაც სახელფასო ცნობა არ აღემატებოდა 300 ლარს. გარდა ამისა, ძალიან ძნელი იყო დარიცხული პროცენტების გადახდა 12 თვის მანძილზე. ვფიქრობ, საქართველოში საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ საბანკო დაწესებულებებს, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ გესახება, როცა გიჭირს, რითიც საბანკო დაწესებულებები სარგებლობენ კიდეც" - აღნიშნავს გორგასლის სასწავლო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ანა მალანია. მან პირველ კურსზე ისარგებლა საქართველოს ბანკის სტუდენტური სესხით.
ა 206-ე ოთახი - საინფორმაციო ბიურო ილიაუნიში
საკითხი, რომელიც ბუნდოვანია სტუდენტებისათვის...

კითხვა, რომელიც არ იცის სტუდენტმა, ვის დაუსვას...

პრობლემა, რომლის გადასაჭრელად არ იცი, ვის მიმართო...
დაპირისპირება ილიაუნიში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა ადმინისტრაციასთან დაპირისპირების ორთვიანი პროცესი გაიარეს. ამ დაპირისპირებას რამდენიმე მხარე ჰყავს: სტუდენტები, ლექტორი ნინო პეპანაშვილი და ფაკულტეტის დეკანატი.
თსუ-ს მაღლივი კორპუსის პრობლემები
,,გათბობა, რა თქმა უნდა, ჩართულია, ოღონდ ახლოს თუ არ მიხვედი, ნაკლებად გრძნობ სითბოს. თვითონ კორპუსის შედარება უნივერსიტეტის სხვა კორპუსებთან არც ღირს. პირველ კორპუსთან შედარებით, აქ არც გათბობაა ნორმალური და არც რემონტი" - ამბობს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ანა მახარაშვილი.
ქუთაისში სტუდენტები სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ელოდებიან
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა სწავლის ხარისხთან დაკავშირებულ ხარვეზებზე დაიწყეს საუბარი.






Carpet Cleaning Calgary