პირველად უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე ქვეყანაში რუსეთის შეჭრისას გავედი. როგორც ყველა, მეც გაუჩერებლად ვაახლებდი და ვსქროლავდი სოციალური ქსელების გვერდებს. ადამიანებს ხომ ისეთი ამბები გვაწუხებს, რაც ჩვენც გადაგვიტანია და გული უტკენია, გავუნადგურებივართ. 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინელი ხალხის მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობა მაქვს, ამიტომ რუსთაველზე გასვლა და სოლიდარობის გამოხატვა სულ მცირე იყო, რისი გაკეთებაც შემეძლო.