დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა თეორიულ ფიზიკაში გია დვალმა და ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორმა ზაზა კოკაიამ საჯარო ლექცია გამართეს თემაზე - ,,სამყაროსა და ტვინის განვითარება".
"საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულმა ასოციაციამ" (YATA –Georgia) შეხვედრა დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის აუდიტორიაში გამართა. პრეზენტაციაზე განიხილეს ორგანიზაციის მიზნები, განხორციელებული და სამომავლო გეგმები. ასევე ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველებისათვის განმარტეს გაწევრიანების კრიტერიუმები და მექანიზმები.
აგრარულ უნივერსიტეტში კავკასიის ხალხთა პოპულაციების გენეტიკური კვლევის შესახებ საჯარო ლექცია ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ანატოლი კლასოვმა ჩაატარა.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პატრონაჟით პირველად გაიხსნა ნეირომეცნიერებისა და მედიკოსების ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ნეირომეცნიერებისა და სამედიცინო დარგის დაახლოებას შეუწყობს ხელს.