მიქადო - ახალგორის ტრადიცია
27 იანვარი, 2021
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემატიკა საახალწლო მოგონებებია. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ახალგორიდან.

ახალი წლის სამზადისზე ფიქრი, ჩემთვის მიქადოსთან ასოცირდება. ეს არის ნამცხვარი, რომელიც მხოლოდ ახალგორში ცხვება და მისი ცხობის ტრადიცია მინიმუმ 3 საუკუნეს ითვლის. მსმენია, რომ იმავე დასახელების ნამცხვარს სხვაგანაც ამზადებენ, თუმცა, ჩვენი ყველასგან განსხვავებულია.
ახალი წელი - ახალი დღე
26 იანვარი, 2021
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემატიკა საახალწლო მოგონებებია. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ახალგორიდან.

ახალი წელი, უპირველესად მაინც დედაჩემის ხასიათის წახდენით იგრძნობა. ალბათ, ასე 27 დეკემბრიდან უკვე ვეღარ დაელაპარაკები, დანა პირს არ უხსნის, ნერვიულობს, არაფერი უხარია, წელსაც ასე იყო, ყოველთვის ასეა.
როცა გავიზარდე, ბოლოს და ბოლოს ამოვხსენი ამ უხასიათობის საიდუმლო. ბავშვი რომ ხარ, ამას არ ფიქრობ, თუნდაც, რამდენიმე დღით გახალისებული სუფრა გახარებს. ძველი, ვერცხლისფერი ნაძვის ხე, ასევე, ძველი სათამაშოები, გირლიანდა და სამზარეულოში აფუსფუსებული დედა, რომელსაც კი ხვდები, რომ დიდად არ უხარია ეს ყველაფერი, მაგრამ პატარა ხარ და დიდ ყურადღებას არ აქცევ.
სამოქალაქო აქტივიზმი - როცა საბოლოო მიზანთან ახლოსაც არ ვართ
22 ნოემბერი, 2020
,,ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება,’’ - ვკითხულობთ ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში’’.
რა მიიჩნევა ყოველი ადამიანის საზოგადოების წინაშე არსებულ მოვალეობად? მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ნუსხა საკმაოდ დიდია, თუმცა, რა არის იმაზე უფრო უპირატესი ვიდრე სამოქალაქო აქტივიზმი?
ზრუნვა დასჯის ნაცვლად ანუ არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია
23 თებერვალი, 2020

არასრულწლოვანთა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. საზარელი მკვლელობის, ძარცვის, ქურდობის, სხეულის დაზიანების შესახებ მუდმივად გვესმის.
გადაბარებული პასუხისმგებლობა და იაფი სიკვდილი
27 მარტი, 2016
რამდენჯერ გიყიდიათ საკვები პროდუქტები გარემოვაჭრეებთან? გიფიქრიათ, რომ შედარებით დაბალ ფასთან ერთად შეიძლება ხარისხიც არ იყოს შესაბამისი?
„ამას მაინც გავყიდი, მაგრამ სხვა პროდუქტებს რა ეშველება?“ - ერთ-ერთი გარემოვაჭრე ხორცპროდუქტებს სითხით ნამავდა და გვერდით მდგომს ესაუბრებოდა.
დაავადება, რომელმაც ასაკი არ იცის
27 დეკემბერი, 2015
ალერგია ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება.






Carpet Cleaning Calgary