სოხუმის უნივერსიტეტის სტატიები
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამები
11 იანვარი, 2014
იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებს წარმოადგენს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პასუხი სტუდენტებს
28 დეკემბერი, 2013
სტატიას, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტის მობილობას შეეხებოდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით სტატიის იმ ნაწილით დაინტერესდნენ, სადაც სტუდენტები ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობდნენ.
სტუდენტური ცხოვრება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
14 დეკემბერი, 2013
ყველა უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტური ცხოვრება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს. გარდა საგანმანათლებლო პროცესისა, ყველა სტუდენტს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს გასართობი თუ შემეცნებითი სახის ტურნირებსა და ღონისძიებებში.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით გადასულ სტუდენტთა უკმაყოფილება
26 ნოემბერი, 2010
როგორც წესი, მობილობის პროცესი წელიწადში ორჯერ ხორციელდება, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში. მობილობის მსურველად დარეგისტრირების უფლება აქვს ყველა იმ სტუდენტს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება. მობილობის პროცედურა ყველა სტუდენტის უფლებაა, (მეორე კურსიდან), რომელიც შეუზღუდავად უნდა ხორციელდებოდეს.
„არადეკვატურად შერჩეული დამკვირვებლები“
15 ნოემბერი, 2013
ერთი წელზე მეტია, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინალურ გამოცდებს ამავე უნივერსიტეტის გამოცდების ცენტრი ატარებს. ის 2012 წლის გაზაფხულზე შეიქმნა და 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ფინალურ გამოცდებს იბარებს.
სოხუმის უნივერსიტეტი სამშენებლო სამუშაოების მოლოდინში
09 ნოემბერი, 2013
შენობის შესასვლელი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე, თუმცა, თუ მეორე კორპუსის მეორე სართულზე განაგრძობთ სვლას, წინ „არაჩვეულებრივი“ სანახაობა გელით: დანგრეული კედლები, კარები. ყველა სართულზე კიბიდან მარჯვნივ ორ-ორი ოთახია, რაც შეეხება აუდიტორიებს, ისინი ომგამოვლილ ჯარისკაცებს მოგაგონებთ. ყველა აუდიტორიას აქვს მეორე დაკეტილი კარი, რომლის ფუნქცია სტუდენტებისთვის გაურკვეველია.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩეხური ენის სწავლას აფინანსებს
30 ოქტომბერი, 2013
სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია ჩეხური ენის სწავლება უფასოდ მიმდინარეობს. ამჟამად ჯგუფის შევსება ხდება და ახლო მომავალში დაიწყება სწავლება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია აღნიშნული უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს, ვისაც სურს, დაეუფლოს ჩეხურ ენას. სწავლას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary