29 ივნისი, 2014
ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები, ჩამტვრეული მინები, საბჭოთა დროის ინვენტარით აღურვილი აუდიტორიები, რომელშიც ხშირად წვიმის წვეთების ხმასაც გაიგონებდით... ეს აგრარული უნივერსიტეტის ძველი სახეა, რომელიც მაშინდელ სტუდენტებს ყველაზე კარგად ახსოვთ.
29 ივნისი, 2014
„საგამოცდო ცენტრის მუშაობა არ არის გამართული, ხშირად ხელს უშლიან სტუდენტებს გამოცდის წერაში. ხმაურობენ, ლაპარაკობენ, ჩხუბობენ და ა.შ. ნუცუბიძეზე რომ ვიყავით, ბევრად უფრო გამართული იყო, თუმცა, ეგ თავისუფალი უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი კი არა, აგრარულის საგამოცდო ცენტრია, ჩვენთან კარგად იყო ყველაფერი. აქ უფრო ბიუროკრატიული სისტემაა იქიდან გამომდინარე, რომ დიდი უნივერსიტეტია“ - აღნიშნა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტი მარიამ მაყაშვილი.
25 ივნისი, 2014
თავისუფალი და აგარული უნივერსიტეტის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსთან მოსახვედრად სტუდენტებს რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ. ეს დამოკიდებულია სტუდენტის საცხოვრებელ ადგილზე.
უფრო კონკრეტულად, აღმაშენებლის ხეივნის გავლით შემდეგი ტრანსპორტი მოძრაობს - მიკროავტობუსი: 44 ნომერი ჭავჭავაძის გამზირიდან - ზაჰესის მიმართულებით, 51 - ქავთარაძის ქუჩიდან - თბილისი მოლის, 87 - მეტროსადგურ დიდუბედან - თბილისი მოლის, 116 - გლდანის VII-VIII მ/რ-დან - თბილისი მოლის და 117 - ვაზისუბნიდან, აგრეთვე, თბილისი მოლის მიმართულებით. ხოლო, ავტობუსი: 121 ნომერი მეტროსადგურ დიდუბედან - ზაჰესის მიმართულებით, 84 - სადგურის მოედნიდან - აღმაშენებლის ხეივნისა და 38 ნომერი - მეტრო დიდუბედან დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის მიმართულებით.
14 ივნისი, 2014
იყო დრო, როდესაც თუ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდი და უნივერსიტეტი პრაქტიკაზე გაგაგზავნიდა, აუცილებლად საუკეთესო სტუდენტი უნდა ყოფილიყავი. პრაქტიკა კი ძირითად შემთხვევაში ერთჯერადი იყო და დასაქმების შანსიც ნაკლებად იყო.
07 ივნისი, 2014
ESM (ბიზნესის სკოლა) 1992 წელს შეიქმნა და მას მიღებული აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია.
როგორც ESM-ის მაშინდელი სტუდენტი მარი გვასალია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაბარება მისაღები გამოცდებით ხდებოდა, ბიზნესსკოლაში მოხვედრა საკმაოდ რთული იყო, ხოლო მაგისტრატურაზე სამუშაო გამოცდილების ქონა აუცილებლობას წარმოადგენდა. ESM-ში სწავლის გადასახადი მთლიანობაში 6300 ევრო იყო.
31 მაისი, 2014
„რომ გითხრათ, ეს საკითხი დიდად მაწუხებს-მეთქი, ტყუილი იქნება. შეიძლება ითქვას, ნეიტრალურად ვარ განწყობილი. მთავარია, ლექტორი სწრაფად და ხარისხიანად ასწორებდეს ნაშრომებს, ხოლო სად აიტვირთება ეს ნიშნები, ჩემთვის მეორეხარისხოვანია“ - ასე გვიპასუხა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე: უნივერსიტეტში ქულების ბაზების არქონა რაიმე სახის პრობლემას ხომ არ გიქმნით?
25 მაისი, 2014
არც თუ ისე დიდი ხანია, რაც თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტის შენობაში გადავიდა და 1200-ზე მეტმა სტუდენტმა ნუცუბიძის შენობიდან დიღმის კამპუსში გადაინაცვლა.
23 მაისი, 2014
თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი ხუთ საბაკალავრო პროგრამაზე 6950 ლარია, ხოლო ბიზნესკოლაში ყოველწლიური გადასახადი - 7500 ლარი.