ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ პრესკონფერენცია გამართა სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,არა ძალადობას" გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის ,,მონანიე და განდეგილი დედები ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში" პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე ,,რისკი და წარმატება“ გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ლევან ბერძენიშვილი. ლექციაზე დასწრება თავისუფალი იყო და 150-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.
თსუ-ში დაიწყო ტრენინგი: "ოჯახური ძალადობა - ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები", რომელიც სამი დღე გაგრძლდება. პირველ დღეს ძალადობა ფსიქოლოგიურ ჭრილში „საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა’’ წარმომადგენლებმა გაგა გვენეტაძემ და ადა ბესელიამ განიხილეს, მომდევნო ორი დღე ძალადობის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ასპექტებს მოიცავს, ამის შესახებ იურისტები ისაუბრებენ. ტრენინგში მონაწილე სტუდენტები სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩნენ.
თსუ-ში საქველმოქმედო ხასიათის პოეზიის საღამო მოეწყო. ახალგაზრდებმა დარბაზში ყუთები ჩამოატარეს, შეგროვილი თანხით კი ქეთევან გოლიაძის მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარებიან.