05 ოქტომბერი, 2013
აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის დროებით შეჩერების დროს განათლებისა და მეციერების იმჟამინდელმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნებოდა ალტერნატიული ბაზა იმისთვის, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის გაგძელება შეძლებოდათ. “მე უკვე ვმუშაობ იმაზე, რომ ბევრად უკეთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეიქმნას ტექნიკურ უნივერსიტეტში და მეტიც, იქ სწავლა იქნება უფასო“.
28 სექტემბერი, 2013
16 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა აქციაში მონაწილე სტუდენტების ნაწილს შეხვდა, რომლებიც უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ.
28 სექტემბერი, 2013
„მითხრეს, ფერების მიხედვით აირჩიე, თუ დალტონიკი არ ხარო. კი, მესმის, დალტონიკი არ ვარ, ვხატავ და ფერებსაც კარგად აღვიქვამ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შეიძლება სწორად ავირჩიო საგნები. ჩემი არჩეული საგნები სემესტრის ბოლოს რას გამოიღებს, არ ვიცი. არგუსი თერთმეტ რიცხვამდეა ღია და იქამდე რაღაც გაირკვევა. მჭირდება პირადი კონსულტაცია, რა საგნები და როგორ უნდა გავიარო, რომელსაც ვერ ვიღებ“ - ელენე ზურაბიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით არის გადმოსული. როგორც თავად ამბობს, ეშინია, რომ საჭირო საგანს ვერ აირჩევს და შესაბამისად, ოთხი წლის შემდეგ დიპლომს ვერ მიიღებს.
28 სექტემბერი, 2013
ვინც ერთიანი ეროვნული, თუ სამაგისტრო გამოცდები უკვე გაიარა, იცის, რომ გამოცდებზე რეგისტრაციისას თანხის გადახდაა საჭირო. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ საგანზე დარეგისტრირება 10 ლარი ღირს, ხოლო სამაგისტრო გამოცდებზე - 50.
21 სექტემბერი, 2013
სტაჟირების გავლა, შემდეგ სამსახურის დაწყება, თითქმის, ყველა სტუდენტისთვის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. სამწუხაროდ, უმაღლესი სასწავლებელები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტების დასაქმებას. ისინი მხოლოდ მათ სწავლა-განათლებაზე იღებენ, მეტ-ნაკლებად, პასუხისმგებლობას.
15 სექტემბერი, 2013
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საზღვარგარეთ მივლინებებისთვის 2010 წელს დაფინანსდა 11 სტუდენტი; 2011 წელს დაფინანსდა 31 სტუდენტი; 2012 წელს დაფინანსდა 38 სტუდენტი“ - ეს პროექტის „სტუდენტები გამჭვირვალობისთვის“ კვლევის შედეგებია, რომელიც ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „students together”-მა ჩაატარა.
08 სექტემბერი, 2013
„წელს გავედი ეროვნულ გამოცდაზე, არ გამიმართლა, უცხო ენაში დამაკლდა ქულები, მაგრამ წელს ისევ ვაპირებ მომზადებასა და ეროვნულ გამოცდებზე ხელახლა გასვლას. მივიჩნევ, რომ ბაკალავრზე სწავლა მნიშვნელოვანია, რომელიც გვეხმარება განათლების მიღებასა და დასაქმებაში, ამიტომ არ ვფიქრობ კოლეჯებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე“ - დიანა ზაზაშვილი.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 42 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომელთაგან 13 ათასი ჩაიჭრა, ხოლო 700-მა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა, ვერცერთ მითითებულ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდა.
27 ივლისი, 2013
სამედიცინო პუნქტი? სად, უნივერსიტეტში? არც გამიგია"; "არა, არ აქვს სამედიცინო პუნქტი, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია"; "მადლობა ღმერთს არ დამჭირვებია, მაგრამ არც არაფერი მსმენია სამედიცინო პუნქტის შესახებ";
20 ივლისი, 2013
მიუხედავად იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სპორტში მიღწევები აქვს, როდესაც სტუდენტებს ვკითხეთ, კმაყოფილნი არიან თუ არა საკუთარი სპორტსმენების მიღწევებით, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ ისიც კი არ იცოდა, სპორტის რომელ სახეობებში ჰყავს გუნდი მათ უნივერსიტეტს.
13 ივლისი, 2013
დამხმარე ლიტერატურად უცხოენოვანი მასალის გამოყენება თითქმის ყველა უნივერიტეტისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ის დამხმარეა და სტუდენტები ძირითად საგნებს ქართულ ენაზე უნდა გადიოდნენ. როგორც აღმოჩნდა, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში უცხოენოვანი მასალები ზოგჯერ მთავარ ლიტერატურადაც კი არის წარმოდგენილი.
06 ივლისი, 2013
ცხრილში დამთხვეული საგნები, არჩევითი საგნების არშემდგარი თუ ლიმიტირებული ჯგუფები, გამოცდის თარიღების დამთხვევა - აღნიშნული პრობლემები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს მუდმივად აწუხებთ.