უმაღლესი განათლება
ილიაუნის ბიბლიოთეკა და უკმაყოფილო სტუდენტები
29 ივნისი, 2013
ბიბლიოთეკაში სტუმრობისას ადამიანები გარდა ცოდნის გაღრმავებისა, უნდა იღებდნენ სამუშაოდ მშვიდ გარემოს. თუმცა, ეს უკანასკნელი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკაში თითქმის წარმოუდგენელია. განსაკუთრებით გამოცდების პერიოდში, როდესაც ყველა სტუდენტი ერთდროულად მუშაობს საგამოცდო მასალებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპირებული სტაჟირება
22 ივნისი, 2013
"ელექტრონულ ფოსტაზე მოგვივიდა შეტყობინება, რომ დასაქმების თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრთან იგეგმებოდა შეხვედრა და სტაჟირების სურვილის შემთხვევაში, სტუდენტური სერვისცენტრისთვის პირადი მონაცემები უნდა გადაგვეგზავნა, გავაგზავნეთ " - გვითხრა ილიაუნის ფსიქოლოგიის სპეიალობის მეოთხე კურსის სტუდენტმა ეთო ივანელაშვილმა.
თსუ-ს თვითმმართველობა სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსებაში აღარ ერევა
15 ივნისი, 2013
ნინო ღვედაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობას ეუფლება. ის უკვე მეოთხე კურსის სტუდენტია და არც ის არის გასაკვირი, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგძელების სურვილი გაუჩნდა.
თსუ-ს რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება
12 ივნისი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა თსუ-ს რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილი დანიშნა.
ილიაუნის სტუდენტების ნაწილი პრაქტიკული კურსით უკმაყოფილოა
"არ გავდივარ პრაქტიკულ კურსს და მივიჩნევ, რომ აუცილებელია მისი გავლა. მხოლოდ თეორიით არ მგონია, ბევრს მივაღწიო. ძირითადად, სამსახურში გამოცდილი კადრები სჭირდებათ, რადგან ჩვენი სწავლა მხოლოდ თეორიით შემოიფარგლება, დამატებით კიდევ გვიწევს ე.წ ტრენინგების გავლა და ვფიქრობ, ტყუილი დროის ხარჯვაა" - ამბობს მარიამ კუბლაშვილი.
ქსეროქსის ერთი აპარატი ასობით სტუდენტისთვის
სიუჟეტი მომზადებულია თსუ-ში არსებული ერთ-ერთი პრობლემის შესახებ, რომელიც სტუდენტების უმრავლესობას აწუხებს. პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში მხოლოდ ქსეროქსის ერთი აპარატის გამოყენების საშუალება ჰქონდათ.
სტუდენტების ნაწილი დიპლომის მისაღებად ინგლისურის ჩაბარების აუცილებლლობას უარყოფითად აფასებს
მომავალი ისტორიკოსი, თსუ-ს სტუდენტი, ნოდარ ჩხაიძე ფიქრობს, რომ ინგლისური ენის სავალდებულო სწავლების დასაბუთება უფრო იოლია, ვიდრე მისი გაკრიტიკება, თუმცა, იმ სტუდენტებისაც ესმის, ვინც ეწინააღმდეგება ამ გამოცდას - "ინგლისური არის ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული ენა მსოფლიოში, ყველგან აქტიურად გამოიყენება, ამიტომ აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ. მით უმეტეს, რომ ჩვენ აქცენტი დასავლეთზე გვაქვს გაკეთებული და ინგლისური ენის გარეშე მათთან კონტაქტი წარმოუდგენელია".
ილიაუნის ბიზნესსკოლაში ცვლილებები გაგრძელდება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტი რამდენიმე წელია არსებობს. მიუხედავად ამისა, ფაკულტეტზე მრავალი ცვლილება მოხდა და როგორც ჩვენთან საუბრისას ილიაუნის ბიზნესსკოლის დეკანმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, ეს ცვლილებები მუდმივად გაგრძელდება.
აუტიზმის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
აუტიზმის ცენტრი ილიაუნში 3 წელია არსებობს. ის 2010 წლის მაისში საქართველოს აუტიზმის ასოციაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად ამოქმედდა. "ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამდენი აუტისტური სპექტრის ბავშვი იყო საქართველოში და ცენტრის გახნის აუცილებლობა სწორედ ამან გამოიწვია" - გვითხრა ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სოფიკო კერესელიძემ.
აკადემიური გარემოს მსხვრევა თუ სამართლიანობის აღგენა თსუ-ში
,,პირველ კონკურსზე ვერ გავედი, რადგან კომისია არაობიექტური იყო, ხოლო სიები წინასწარ შედგენილი, ვინ უნდა გასულიყო და ვინ არა. თავის დროზე ჩემი აზრი გამოვთქვი, ამიტომ მტრად ჩამთვალეს""- თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტ-ლექტორთა აქციებზე ხშირად ვისმენთ მსგავსი სახის განაცხადებებს ლექტორების მხრიდან. სრული პროფესორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები უმეტეს შემთხვევაში ამ შედეგების გაპროტესტებით მთავრდება.
ილიაუნის არჩევანის გარემოს უზრუნველყოფის სისტემა
09 ივნისი, 2013
თუ თქვენ ილიას უნივერსიტეტთან რაიმე შეხება გაქვთ, ალბათ სიტყვა "არგუსი" არ გეუცხოვებათ. მაგრამ მათ, ვისაც მსგავსი არაფერი სმენია, გეტყვით, რომ ეს არის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. სტუდენტების ენაზე კი შედეგებისა თუ საგნების შესახებ სიახლეებს გაცნობის ყველაზე საუკეთესო საშუალება.






Carpet Cleaning Calgary