29 მარტი, 2014
თავისუფლება, შიშნარევი ნეტარება, რისკი და სიგიჟე... ეს ექსტრემია, რომელიც უამრავ ადამიანს იზიდავს და თავს აკარგვინებს. ექსტრემალური სპორტის მიმდევარი ახალგაზრდები მთელს მსოფლიოში არიან და მათ შორის საქართველოშიც. ალბათ, გვახსოვს ტრაგიკული შემთხვევა, როცა ხიდიდან გადახტომის შედეგად ახალგაზრდა წყვილი დაიღუპა, მაგრამ მიუხედავად სავალალო ინციდენტისა, ექსტრემი არ კარგავს პოპულარობას და მისდამი ინტერესი უფროდაუფრო მატულობს.
22 მარტი, 2014
4 წლის წინ თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის რამდენიმე პირველკურსელმა ადმინისტრაციასთან შეთამხმებით გადაწყვიტა უნივერსიტეტის ბაზაზე დაეფუძნებინა კინოკლუბი. აქ აჩვენებდნენ ფილმებს, გაიმართებოდა შეხვედრა, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ასევე სხვა კინომოყვარულ ადამიანებთან, ჩატარდებოდა თავისუფალი ლექციები. ეს ყველაფერი კი მოემსახურებოდა, პირველ რიგში, კინოს პოპულარიზაციას და შემდეგ უკვე, ზოგადად, თვალსაწიერის გაფართოებას.
22 მარტი, 2014
მახე-ხაფანგებითა და ბაზით ნადირობის ტრადიცია სანადირო თოფებმა შეცვალეს, სამეფო კარის სამონადირეო უწყებისა და ნადირთუხუცესების ვალდებულებები კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შეითავსა. ადრე თუ სამონადირეო, დაუწერელი კანონების დამრღვევს სოფელი სჯიდა, ახლა ბრაკონიერებს სახელმწიფო კანონის ძალით სჯის. დროის ცვლა არ შეხებია ნადირობისას მონადირე ძაღლების გამოყენებისა და ნადირთღვთაებებისათვის ნადავლის შეთხოვის ტრადიციას. ერთია, ზოგს - ნადირთანგელოზი დალი, ზოგს კი ნადირთმწყემსი ოჩოპინტრე სწყალობს. თუმცა, როგორც ახალგაზრდა მონადირეები აღნიშნავენ, აღარც ღვთაებების წყალობაა გულუხვი.
15 მარტი, 2014
,,პირველად სრულიად შემთხვევით მოვხვდი ტოტალიზატორში, თამაში, რა თქმა უნდა, სხვებმა მასწავლეს, მეც ვისწავლე და დიდი მოლოდინით დავდე... გამიმართლა და პირველივე დადებაზე მოვიგე, მეც შედეგით გახარებულს მეორედ დადება უკვე აღარ გამჭირვებია, მეორეს მესამე მოჰყვა, მესამეს - მეოთხე და ასე გრძელდება, აზარტული თამაშები ერთგვარი ნარკოტიკია, რომელიც ჩაგითრევს და იქიდან თავის დაღწევა კი ძალიან ძნელია..." - გვეუბნება 23 წლის გიორგი.
08 მარტი, 2014
22 წლის ქრისტინე გამთენაძე თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტია. მისი თქმით, „ვსწავლობ და სტაჟირებას გავდივარ ჟურნალ ,,საქართველოს ეკონომიკაში“. მყავს შვილი (მსოფლიოს პირველი საოცრება) მართა გვენეტაძე, რომელიც საბავშვო ბაღში დადის. ვცდილობ, სასწავლო გრაფიკი ისე შევადგინო, რომ ლექციები მაქსიმუმ 5 საათზე დამიმთავრდეს (რაც თითქმის შეუძლებელია), რომ მართას ბაღიდან გამოყვანა მოვასწრო. სტაჟიორის მოვალეობას მხოლოდ ლექციებს შორის შუალედების დროს ვასრულებ. როცა ბავშვი ავადაა და ბაღში არ მიმყავს, მიწევს, როგორც უნივერსიტეტის, ისე სამსახურის გაცდენაც. ჯერჯერობით რედაქტორი გაგებით ეკიდება ამ საკითხს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ კიდევ განმეორდება მსგავსი შემთხვევა, საყვედურს ვერ ავცდები“.
01 მარტი, 2014
,,ბევრჯერ წამსვლია გული. დიეტის დაცვის დროს იმდენად ხარ შეპყრობილი კილოგრამების მოკლებით, რომ ყველანაირ ხერხს მიმართავ. ყველანაირს... იმის მიუხედავად, რომ იცი, რა უკუჩვენებაც აქვს თვითნებურ დიეტას, მაინც აგრძელებ სასურველი წონის მიღებამდე. მე ამის მაგალითი ვარ. 10 კილოგრამი დავიკელი თვითნებური დიეტით. ზედმეტი კილოგრამები მოვიკელი, მაგრამ შევიძინე უამრავი ახალი დაავადება. ახლა გამუდმებით ვზრუნავ სასურველი წონის შენარჩუნებაზე. ძალიან დიდი კომპლიმენტია ჩემთვის, როცა დიდი ხნის უნახავი მეგობარი მეტყვის: „ნათი... როგორ გამხდარხარ...“ - აღნიშნავს 22 წლის ნათია.