სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრანტთა მხარდაჭერისა და ფინანსური წახალისების მიზნით პიერ ფ. ჰესლერის (შვეიცარელი ბიზნესმენი) ხელოვნების ფონდმა გამართა გამოფენა-კონკურსი, სადაც 2 გამარჯვებული გამოვლინდა ფარული კენჭისყრის შედეგად.
სამხატვრო აკადემიისა და აშშ-ს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში წიგნების: ჯეიმს მეიერის "მინიმალიზმი" და არტურ კ. დანტოს "ხელოვნების დასასრულის შემდეგ" პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აკადემიის პროფესორის, ქართველი მხატვრის, გიორგი გეგეჭკორის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
"კაპ ბიზნეს ლაბორატორიამ" ახალი პროექტი წარუდგინა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს. მოდის ინდუსტრიის ზრდისა და განვითარების ტენდენციები დროსთან ერთად, საქართველოსაც შეეხო. საქართველოს მასშტაბით უკვე გამოჩნდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მონომაღაზიები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაჭრობის ამ სეგმენტში დასაქმების მასშტაბები ინტენსიურად იზრდება.
საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის პოლონელი კურატორის მონიკა შევჩიკის პროექტი დაიწყო.